გარ­დაბ­ანში მომ­ხდარ ავ­არიას რუს­თა­ვე­ლი ახალ­გაზ­რდის, ცოტ­ნე აღ­დგო­მე­ლაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა - რას წერს სკოლის დირექტორი - კვირის პალიტრა

გარ­დაბ­ანში მომ­ხდარ ავ­არიას რუს­თა­ვე­ლი ახალ­გაზ­რდის, ცოტ­ნე აღ­დგო­მე­ლაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა - რას წერს სკოლის დირექტორი

"როგორ გითხრათ ის დიდი ტრაგედია, რომელიც ჩვენ ოჯახში დატრიალდა" - გარდაბანში ავარიას რუსთაველი ახალგაზრდა ემსხვერპლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადანთ კართან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთაველი ახალგაზრდას, ცოტნე აღდგომელაშვილის სიცოცხლე შეეწირა. ახალგაზრდა გზაზე მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მანქანა შეეჯახა. ცოტნე კერძო სკოლა "ლამპარის" მოსწავლე იყო.

"სიტყვები არ მყოფნის როგორ გითხრათ ის დიდი ტრაგედია, რომელიც ჩვენ დიდ ოჯახში "ლამპარში" დატრიალდა! სიცოცხლით სავსე, უზომოდ წესიერი და მიზანსწრაფული, უნიჭიერესი ცოტნე აღდგომელაძე ტრაგიკულად აღესრულა უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ამ მართლაც ანგელოზ ბიჭს! ვუსამძიმრებ ოჯახს, ლამპარს, რუსთავს და სრულიად საქართველოს ძალიან კარგი ახალგაზრდის უდროო, ტრაგიკულ გარდაცვალებას!" - წერს სოციალურ ქსელში სკოლა "ლამპარის" დირექტორი თემო მენაფირე.