ცნობილი ქართველი წყვილების "პანდემიური" ქორწილები 2020 წელს - კვირის პალიტრა

ცნობილი ქართველი წყვილების "პანდემიური" ქორწილები 2020 წელს

ახალი კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში თითოეული ადამიანის ცხოვრების დღის წესრიგი შეცვალა და უამრავი გეგმა ჩაშალა. სწორედ პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულმა "ლოქდაუნმა" და შეზღუდვებმა ჩააგდო დეპრესიაში მილიონობით წყვილი, რომელიც წელს გრანდიოზული ქორწილის გამართვას აპირებდა. ტელევიზიები, განსაკუთრებულად პანდემიის პირველ პერიოდში ხშირად ამზადებდნენ სიუჟეტებს ატირებულ პატარძლებზე. ზოგი საქორწილო კაბის შეკვეთას აუქმებდა, ზოგმაც გადაწყვიტა, რომ საერთოდ უარი ეთქვა ქორწილზე და ჯვარი მხოლოდ პირბადიანი მეჯვარეების თანხლებით დაეწერა.

პატარა ქორწილები მაინც შედგა და წყვილებმა ოჯახები შექმნეს. მათ შორის გამონაკლისი არც ცნობილი ქართველი სახეები ყოფილან. მოდით, გადავხედოთ, ვინ გარისკა პანდემიის დროს ქორწინება.

ქეთა თოფურია და ლევ ძენგოვი

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი და მილიონერი ბიზნესმენი ლევ ძენგოვი, ნოემბრის ბოლოს დაქორწინდნენ. მანამდე რამდენიმე კვირით ადრე ცნობილი გახდა, რომ A Studio-ს ქართველი სოლისტი, შვიდი თვის ორსული გახლდათ და ბავშვს ძენგოვისგან ელოდებოდა. ქეთასთვის ეს მეორე ქორწინებაა, ძენგოვისთვის კი მესამე. ქორწილმა უხმაუროდ ჩაიარა. მართალია, რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლები ძველებურად ერთობიან და პანდემიის გამო დაწესებულ აკრძალვებს მათზე დიდად არ უმოქმედია, მაგრამ ქეთას მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ ქორწილს დიდი ბევრი სტუმარი არ დასწრებია.

ბუბა მირცხულვა და სოფო ანდღულაძე ქართული სერიალების მოყვარულთა საყვარელი პერსონაჟი "ბაქარი" რეალურ ცხოვრებაშიც დაოჯახდა. ბუბა მირცხულავა საზოგადოებამ პოპულარული სერიალიდან, "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო, სადაც მან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი გმირი, "ბაქარი" შექმნა. ბუბას პირად ცხოვრებაში პანდემიის დროს სასიამოვნო სიახლეა - მსახიობმა ცოლი შეირთო. რამდენიმე თვით წინ თავის გულშემატკივრებს "ინსტაგრამის" საშუალებით ხელის მოწერის საკმაოდ მოკრძალებული ცერემონიის ფოტოები გაუზიარა.

გენო პეტრიაშვილი და ნინი მშვიდობაძე

სახელოვანი სპორტსმენი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ივნისში დაქორწინდა. მისი რჩეული ნინი მშვიდობაძე გახლავთ. წყვილმა ჯვარი დღეს ურბნისის საკათედრო ტაძარში დაიწერა, თუმცა გრანდიოზული ქორწილი არ გადაუხდია.

ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ ნაყოფია

ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზე ერთი წლის წინ დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ კი 2020 წლის სექტემბერში წყვილმა ჯვრისწერა გადაწყვიტა. ნანუკამ და ნიკამ ჯვარი კახეთში, ალავერდის ტაძარში დაიწერეს და ქორწინება ვიწრო წრეში აღნიშნეს. იხილეთ სრულად

გიორგი ბარამიძე დაქორწინდა - ვინ არის პოლიტიკოსის რჩეული?