"გზაც ამერია, ნასვამი ვიყავი. ცხინვალში 5 დღე "კაგებეში" ვიყავი, 2 დღე მილიციაში, დანარჩენი დღეები ციხეში..." - კვირის პალიტრა

"გზაც ამერია, ნასვამი ვიყავი. ცხინვალში 5 დღე "კაგებეში" ვიყავი, 2 დღე მილიციაში, დანარჩენი დღეები ციხეში..."

ზაზა გახელაძეს იქნებ დაეხმაროთ, ბავშვებზე დარდობს, - ამის შესახებ ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულმა მირიან თაზიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, მირიან თაზიაშვილმა ისაუბრა, როგორ დააკავეს ოკუპანტებმა.

"გზაც ამერია, ვიყავი ნასვამი. გადავედი, მოვიდნენ რუსები, წამიყვანეს და გონზე საპატიმრო კამერაში მოვედი. ცხინვალში 5 დღე "კაგებეში" ვიყავი, 2 დღე მილიციაში, დანარჩენი დღეები ციხეში. ზაზა გახელაძეს იქნებ დაეხმაროთ, ბავშვებზე დარდობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, არც კოჭლობს და არაფერი, მოურჩა ფეხი", - განაცხადა მირიან თაზიაშვილმა.

ცნობისთვის, მირიან თაზიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 20 ნოემბერს უკანონოდ დააკავეს. 33 წლის ზაზა გახელაძე კი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"