"მონა, მონა" - პარლამენტის ეზოსთან აქციას სამოქალაქო სექტორის აქტივისტები მართავენ - კვირის პალიტრა

"მონა, მონა" - პარლამენტის ეზოსთან აქციას სამოქალაქო სექტორის აქტივისტები მართავენ

"ქართული ოცნების" დეპუტატებს, მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტის შენობაში შესვლა აქციის ფონზე უწევთ.

პარლამენტის ეზოსთან აქციას სამოქალაქო სექტორის აქტივისტები მართავენ, რომლებსაც რამდენიმე დღე კარავი აქვთ გაშლილი.

აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებს შეძახილებით, "მონა, მონა" მიმართავენ. ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, კომუნისტური პარტიისადმი მიძღვნილი ჰიმნით აპროტესტებენ.

"ინტერპრესნიუსი"