"ისე უნდა დაიმშეს და გაუბედურდეს ხალხი, რომ ქუჩაში გამოვარდესო. ამას უნდა ელოდებოდეს პასუხისმგებლიანი პარტია და პოლიტიკოსი?" - კვირის პალიტრა

"ისე უნდა დაიმშეს და გაუბედურდეს ხალხი, რომ ქუჩაში გამოვარდესო. ამას უნდა ელოდებოდეს პასუხისმგებლიანი პარტია და პოლიტიკოსი?"

"ისე უნდა დაერხეს ქვეყანას, რომ ხალხი ქუჩაში გამოვარდეს - ასეთი განცდა აქვს ზოგიერთ ოპოზიციონერს" - ალეკო ელისაშვილმა ტვ პირველის ეთერში ისაუბრა

"გეგმა არ აქვთ. ჩვენ გვაქვს გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. იცი, რა მაცოფებს? ამას ვისმენდი ოპოზიციაში, ნაწილს ჰქონდა განცდა, რომ ივანიშვილს შერცხვებოდა ერთპარტიული პარლამენტის, შერცხვა? იმავე ნაწილს, დღესაც აქვს განცდა, რომ ქვეყანას ისე უნდა დაერხეს გაზაფხულზე, ისე უნდა დაიმშეს და გაუბედურდეს ხალხი, რომ ქუჩაში გამოვარდეს. ეს კარგია? ამას უნდა ელოდებოდეს პასუხისმგებლიანი პარტია და პოლიტიკოსი?" - ამბობს ელისაშვილი.

იხილეთ ვიდეო: