"კობახიძეს გამოკვეთილი აზრები არ აქვს, ის მიჰყვება იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ჩასძახებს" - კვირის პალიტრა

"კობახიძეს გამოკვეთილი აზრები არ აქვს, ის მიჰყვება იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ჩასძახებს"

ირაკლი კობახიძე თანმიმდევრული არ არის, მას გამოკვეთილი აზრები არ აქვს, ის ჩვეულებრივად მიჰყვება იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ჩასძახებს, - ასე შეაფასა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის სახელმძღვანელოში გაკეთებული ჩანაწერი, სადაც ნათქვამია, რომ ბოიკოტის გამოცხადების შემთხვევაში, ხელისუფლებას არ აქვს უფლება, ოპოზიციურ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსება მოუხსნას.

ნადირაშვილის თქმით, ეს ჩანაწერი არ არის აუცილებელი იმის დასადასტურებლად, რომ ირაკლი კობახიძე აზრებს ადვილად იცვლის.

"ის გადაწყვეტილებას კონიუქტურის შესაბამისად იღებს, 2008 წელს სჭირდებოდა და ასეთი ჩანაწერი გააკეთა, ახლა მიიჩნევს, რომ ბოიკოტი დაფინანსების მოხსნას ნიშნავს. რასაკვირველია, კობახიძე თანმიმდევრული არ არის, მას გამოკვეთილი აზრები არ აქვს, ის ჩვეულებრივად მიჰყვება იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ჩასძახებს." - განაცხადა ნადირაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"