"მერე რა ხდება?! - ამაზე პასუხი მე დღემდე ვერ მოვისმინე ოპოზიციის შიგნით" - კვირის პალიტრა

"მერე რა ხდება?! - ამაზე პასუხი მე დღემდე ვერ მოვისმინე ოპოზიციის შიგნით"

ოპოზიციას არ აქვს ნათელი ხედვა რა უნდა იყოს იმ შემთხვევაში თუ ვადამდელ არჩევნებზე არ წამოვა "ქართული ოცნება", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

იოსელიანმა აღნიშნა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს კობახიძის ბრიფინგები ართულებს.

"ქართულ პოლიტიკაში რთული პერიოდია ნამდვილად და ეს არის ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ერთვის კიდევ ეკონომიკური კრიზისი, ერთვის პრობლემები ჯანდაცვაში და მთლიანობაში არც თუ ისე სახარბიელოდ გვაქვს საქმე. პოზიციები, რომელიც აქვს ოპოზიციას და ხელისუფლებას, მკვეთრად განსხვავდება ერთამენთისგან. ამას ხელს უწყობს ხელისუფლების მხრიდან გახშირებული რიტორიკა, კობახიძის ბრიფინგები, რაც კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკებების პროცესს, იმიტომ, რომ ახდენს რეალურად ზეწოლას ოპოზიციის, განსაკუთრებით ერთ ყველაზე დიდ ნაწილზე "ნაციონალურ მოძრაობაზე" და მეორეს მხრივ, ოპოზიციას არ აქვს ნათელი ხედვა რა უნდა იყოს იმ შემთხვევაში თუ ვადამდელ არჩევნებზე არ წამოვა "ქართული ოცნება". ეს არის ჩემი მთავარი კითხვა, ვადამდელ არჩევნებს თუ არ გვიკმაყოფილებს "ქართული ოცნება", მერე რა ხდება?! - ამაზე პასუხი მე დღემდე ვერ მოვისმინე ოპოზიციის შიგნით", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

"ინტეპრესნიუსი"