"როგორც "ხანუმაში" ეროსი მანჯგალაძე კამეჩებზე რომ ამბობს, სად არიან კამეჩებიო? და..." - რას ადარებს ოცნების მინისტრებს რომან გოცირიძე - კვირის პალიტრა

"როგორც "ხანუმაში" ეროსი მანჯგალაძე კამეჩებზე რომ ამბობს, სად არიან კამეჩებიო? და..." - რას ადარებს ოცნების მინისტრებს რომან გოცირიძე

ძალიან კარგი ფილმია "ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს", შეიძლება ვთქვათ მეტაფორულად, რომ წარუმატებელ და გაკოტრებულ ცხენებს ხოცავენ, ანუ, ეს მთავრობა დასახოცია, ოღონდ პოლიტიკურად, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წლიდან დღემდე ქვეყანას 70-მდე მინისტრი და 500-მდე მინისტრის მოადგილე ჰყავდა, რომელთა ნაწილიც საზოგადოებამ მხოლოდ ოდიოზური გამონათქვამების გამო დაიმახსოვრა.

გოცირიძის თქმით, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ისინი პოლიტიკურად დაიხოცნენ.

"როგორც "ხანუმაში" ეროსი მანჯგალაძე კამეჩებზე რომ ამბობს, სად არიან კამეჩებიო? და "სდოხლიო", დაახლოებით ასეა - ამ 8 წლის განმავლობაში მთავრობაში 70-მდე მინისტრი გამოიცვალა, თითო მინისტრს, საშუალოდ, 6 მოადგილე ჰყავდა, რომელებიც ასევე იცვლებოდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ 500 -მდე მოადგილე იყო და ერთი მოადგილე რომ ჰყავდეს მინისტრს და 5 რომ არ ჰყავდეს, დაიზოგებოდა ათეულ მილიონობით თანხა. და ეს 70 მინისტრი სად არის? აორთქლდნენ, დაიხოცნენ პოლიტიკურად. თუ რომელიმე მინისტრი მაყურებელს შეუძლია დაასახელოს, მხოლოდ და მხოლოდ გაახსენდება რაღაც ნეგატიურ კონტექსტში. რაიმე განსაკუთრებული, ოდიოზური გამონათქვამი თუ არ გვამახსოვრდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ამ მინისტრების არც გვარი იცის და არც სახელი საზოგადოებამ. ამ სამინისტროში დარჩნენ იგივე ადამიანები, იგივე სახეები, რომლებთანაც ასოცირდება ორი რამ - ჩავარდნილი ეკონომიკა, წარუმატებელი საფინანსო ცხოვრება, გაუფასურებული ლარი და კატასტროფული ვითარება ჯანდაცვაში პანდემიის მართვის კუთხით. ჩააგდო ორი რამ -ერთი, რომელიც ეხება ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და იხოცება ხალხი, მეორე, რომელიც ეხება ადამიანების კეთილდღეობას და ქვეყანა არის გაღატაკებული", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ინტერპრესნიუსი"