"სამართლიან ხართან ტყუილები არ გაგვივა და 2021 წელს ბევრი რამ გამოაშკარავდება" - კვირის პალიტრა

"სამართლიან ხართან ტყუილები არ გაგვივა და 2021 წელს ბევრი რამ გამოაშკარავდება"

ფენ შუის ქართველი სპეციალისტი, თიკა ქოქაშვილი, როგორც ყოველთვის, საინტერესო რჩევებს გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევეგებოთ დამდეგს, როდის გავუმასპინძლდეთ "ხარს" და გვასწავლის პრაქტიკებს, რათა შევძლოთ სურვილების ახდენა, მოვიზიდოთ ბარაქა და თუ სამსახურს ვეძებთ, როგორმე დავსაქმდეთ ან კარიერაში წინ წავიწიოთ.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"2021 წელს დადგება მეტალის ხარის წელი და შესაბამისად, აქტუალურია თეთრი, ნაცრისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი. ხარი ძალიან მეგობრული, გამტანი, შრომისმოყვარე და ერთგულია. უყვარს ოჯახი, გარემო. გაითვალისწინეთ, სამართლიან ხართან ტყუილები არ გაგვივა და 2021 წელს ბევრი რამ გამოაშკარავდება. უნდა ველოდოთ სტაბილურობას და პანდემიაც უკან დაიხევს..."

"ფენ შუის მიხედვით, რეკომენდებულია 8 სანთლის ანთება. ისინი უნდა იყოს - თეთრი, ნაცრისფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი და აუცილებლად წითელიც. მაგიდაზე დააწყვეთ სხვადასხვა ფერის სანთელი და როცა 12-ს წამები დააკლდება, აანთეთ და ჩაიფიქრეთ სურვილები. გაითვალისწინეთ, სანთელი აუცილებლად ბოლომდე უნდა ჩაიწვას..."

"ახალი წლის ღამეს შეგიძლიათ ფინანსებთან დაკავშირებული სურვილი ჩამოწეროთ მწვანე ფურცელზე, წითელი კალმით. თამამად დაწერეთ, რამდენი ლარი გსურთ ყოველთვიურად გქონდეთ, ოღონდ სურვილი იწერება ასრულებული ფორმით, ანუ "მე მაქვს ამდენი და ამდენი ლარი თვეში", შემდეგ კი ეს სურვილი დაათარიღეთ 2021 წლის დეკემბრით და იქვე მიაწერეთ, თუ რა გზით მიიღეთ ეს თანხა მთელი წლის განმავლობაში. შემდეგ ეს მწვანე ფურცელი დაახვიეთ, შეკარით წითელი ლენტით..."

"შარშან შეღებილი კაკლები აუცილებლად დაწვით ან გაიტანეთ ბუნებაში და დამარხეთ მიწაში, ხოლო წელს აქტუალური იქნება ნალის ფიგურა, რომელიც ხსნის ბედს, იზიდავს წარმატებას. ის შეგიძლიათ დაკიდოთ ნაძვის ხეზე, შემდეგ კი შემოსასვლელში განათავსოთ მთელი წლით, რათა იღბლიანი და ბარაქიანი წელი გქონდეთ (აუცილებლად უნდა დაამაგრეთ ამოტრიალებულ მდგომარეობაში ისე, რომ ფინანსური ენერგია მასში "ჩავიდეს" და "გაივსოს"). წელს ნალის სიმბოლო ძალზე მნიშვნელოვანია. იგი შეიძლება დაკიდოთ როგორც შემოსასვლელის მხრიდან, ისე შიგნით, კართან..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 24 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ლიკა ქაჯაია