სოფელ ბოდბისხევში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა - რა არის შემთხვევის მიზეზი - კვირის პალიტრა

სოფელ ბოდბისხევში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა - რა არის შემთხვევის მიზეზი

სიღნაღში, სოფელ ბოდბისხევში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

აფეთქების დროს დაინგრა ორსართულიანი სახლის ნაწილი, დაზიანდა ფანჯრები და კედლები.

ოჯახის ერთმა წევრმა დამწვრობა მიიღო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"