საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა - კვირის პალიტრა

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. გახელაძეს ე.წ. "საზღვრის" უკანონო კვეთასა და ე.წ. "მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავებიან. ზაზა გახელაძე უკანონო დაკავების დროს დაიჭრა.

"ინტერპრესნიუსი"