"მოსახლეობა მაკარონზე, ლობიოსა და გრეჩიხაზე გადავიდა, მეტის შესაძლებლობა აღარ აქვთ" - რატომ შემცირდა ხორცის ფასი - კვირის პალიტრა

"მოსახლეობა მაკარონზე, ლობიოსა და გრეჩიხაზე გადავიდა, მეტის შესაძლებლობა აღარ აქვთ" - რატომ შემცირდა ხორცის ფასი

აგრარულ ბაზრებში ხორცი გაიაფდა.

კერძოდ, თუ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში 1 კგ საქონლის ხორცი 18-დან 22 ლარამდე ღირდა, წელს 15-18 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ღორის ხორცის ღირებულებას, შარშან 12-15 ლარს შეადგენდა, წელს კი - 11-14 ლარს.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რამ გამოიწვია ფასის შემცირება და ხომ არ უკავშირდება ეს საქონლის რაოდენობის ზრდას. თუმცა, როგორც სასაკლაოების მეპატრონეები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, ამის მიზეზი მოხმარების შემცირებაა. კერძოდ, პანდემიის და მცირე შემოსავლის ფონზე, მოსახლეობა ხორცს ვეღარ ყიდულობს. ამასთან, დაიხურა რესტორენებისა და სასტუმროების დიდი ნაწილიც. ამ უკანასკნელზე კი, ხორცის რეალიზაციის ყველაზე დიდი წილი მოდიოდა.

როგორც თელავის სასაკლაოს "ქართული ხორცის პროდუქტები" დირექტორი სანდრო მეგუთნიშვილი განმარტავს, სწორედ აღნიშნული გარემოებების გამო, გამყიდველი იძულებულია, პროდუქტის ფასი შეამციროს.

"ხორცის ფასის შემცირება გამოიწვია ეკონომიურმა მდგომარეობამ. ხალხს ფული არ აქვს, შესაბამისად, მოხმარება ნაკლებია. მოსახლეობა მაკარონზე, ლობიოსა და გრეჩიხაზე გადავიდა, მეტის შესაძლებლობა აღარ აქვთ.

ამას ემატება ისიც, რომ რესტორნების და სასტუმროების დიდი ნაწილი დაიკეტა. ეს მაშინ, როდესაც პრიდუქტის ყველაზე მსხვილი მყიდველები სწორედ ეს სექტორი იყო. აღარც ტურისტები არიან. შესაბამისად, მოთხოვნა თუ აღარ არის, მიწოდების ფასი სულ უფრო ეცემა. გააგრძელეთ კითხვა