"25 წლის ვაჟ­კა­ცი, ექი­მი, რო­მელ­მაც კო­ვი­დი და­ა­მარ­ცხა, 2 კვი­რის შემ­დეგ თრომ­ბით გარ­და­იც­ვა­ლა" - კვირის პალიტრა

"25 წლის ვაჟ­კა­ცი, ექი­მი, რო­მელ­მაც კო­ვი­დი და­ა­მარ­ცხა, 2 კვი­რის შემ­დეგ თრომ­ბით გარ­და­იც­ვა­ლა"

ყოფილი დეპუტატი დათო ლორთქიფანიძე მარნეულში გარდაცვლილ 25 წლის ექიმთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, გიორგი ბუაძის გარდაცვალების მიზეზი თრომბია.

"ვანში ვარ და ბუაძეების ოჯახში(გიგა და გვანცა) ისეთი ტრაგედიაა, სიტყვით ვერ აღწერ. 25 წლის ვაჟკაცი, ექიმი, რომელმაც კოვიდი დაამარცხა, 2 კვირის შემდეგ, მოულოდნელად კლინიკაში(სადაც თავად მუშაობდა) თრომბით გარდაიცვალა.

სამძიმარზე, სიტყვით ვერაფერი ვუთხარი. უუუუჰ უფალმა გაანათლოს გიორგის უმანკო სული P.შ.

თავად გიგა/ გიორგის მამა ვანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმღვანელია და პანდემიის პირველივე დღეებიდან ვანელების იმედია. გამაგრდით გიგა და გვანცა" - წერს ლორთქიფანიძე.

ცნობისთვის,"ავერსის" კლინიკების ქსელის მარნეულის ფილიალში 23 წლის ახალგაზრდა ექიმი გიორგი ბუაძე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდა კორონავირუსით, სავარაუდოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა და რამდენიმე დღის წინ კვლავ სამსახურში დაბრუნდა. გაგრძელება