ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა

ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარია არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს.

ჯულიეტა ვაშაყმაძე 1961-1962 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, სადაც რამდენიმე როლი განასახიერა. გადაღებულია კინოფილმებში: "ყვავილი თოვლზე", "თოჯინები იცინიან", "პაპა გიგია", "არაჩვეულებრივი გამოფენა" და ტელეფილმში "მზე ჭიქაში".

1958 წლიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიის დიქტორი გახდა, შემდგომში კომენტატორი, პროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო-პოლიტიკური, ლიტერატურული, სამეცნიერო, საბავშვო, თეატრალური თუ ხელოვნების ამა თუ იმ დარგისადმი მიძღვნილ გადაცემათა წამყვანი, ტელეგადაცემების ავტორი . მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, სიგელი და მედალი.

ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი. 1996 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი. 1967 -საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.