თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს - კვირის პალიტრა

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

როგორც მისმა უფლებადამცველმა განაცხადა, დაკავებულს 108-ე განზრახ მკვლელობის და 117-ე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით წარედგინა ბრალი.

არჩილ ბერიანიძის თქმით, მტკიცებულებების ერთ ნაწილს უკვე გაეცნო. თუმცა, საქმის დამატებით მასალებს პროკურატურაში წარუდგენენ,რადგან გამოძიების ფარგლებში, საქმის დამატებითი გარემოებები გამოიკვეთა. ის საქმის სხვა დეტალებზე არ საუბრობს. ცნობილია, რომ თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილი წარდგენილი ბრალდების შესახებ დუმილის უფლებას იყენებს.

ცნობისთვის, პროკურატურამ, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"