როგორ შევხვდეთ 2021 წელს - კვირის პალიტრა

როგორ შევხვდეთ 2021 წელს

მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი: - ხარის წელიწადი, ფაქტობრივად, 11 თებერვალს იწყება, მაგრამ ეს ვის გაახსენდება?! ამიტომ ჩვენ 31 დეკემბრის ღამეს უნდა დავიბევოთ მისი კეთილგანწყობა რიტუალების მეშვეობით. უპირველესად, ორი სიმბოლო უნდა გვქონდეს - ვირთხა, რადგან ვირთხის წელიწადი გრძელდება 11 თებერვლამდე და ჯობია ის არ გავანაწყენოთ და მეორე - ხარი. ვირთხის წინ დავდოთ თხილი, ყველის ნაჭერი, ხოლო ხარის წინ - ვაშლი, მწვანილი. რათა მას პატივი მივაგოთ.

წლის ძირითადი ფერია თეთრი, ვერცხლისფერ-ნაცრისფერი, მერე მოდის წითელი. ბევრს ჰგონია, რომ წითელი ხარს გააღიზიანებს, მაგრამ ცდებიან - ეს ფერი კუროს აღიზიანებს და არა - ხარს. ლურჯი და ოქროსფერ-ყვითელიც ამ წლის ფერებია. კარგი იქნება, თუ ახალი წლის დაწყებამდე ერთ ან ხუთ თეთრ ან ვერცხლისფერ სანთელს (წლის ძირითადი რიცხვია 5) ავანთებთ და ასე გავისტუმრებთ წინა წელს.

12 საათი რომ ჩამოჰკრავს, სანთლებს ჩაუთქვით სურვილი და ისე ჩააქრეთ. კარგი იქნება თუ სუფრასთან არ იქნება ძროხის ხორცი - ძროხა ხარის მონათესავეა და არ გავანაწყენოთ. საზეიმო სუფრა ტრადიციული უნდა იყოს, რადგან ხარი ტრადიციონალისტია. რაც მეტი ლითონის ნაკეთობა გვექნება სუფრაზე, მით უკეთესი. შეგვიძლია ლითონის ხუთი მონეტა ხარისგამოსახულებიან ყულაბაში ჩავუშვათ, თან ყოველ ჯერზე სურვილი ჩავუთქვათ, რომ ეს ყველაფერი აგვიხდეს.

რამაზ გიგაური