ბათუმში, ცხრასართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა - კვირის პალიტრა

ბათუმში, ცხრასართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, ბესიკისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში, ცხრასართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაკვამლიანების გამო რამდენიმე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ხანძრი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"