"გეხ­ვე­წე­ბით, ნუ მიკ­ლავთ ზუ­რას ყო­ველ წუ­თას" - ზურა დოიჯაშვილის მეუღლე მიმართვას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"გეხ­ვე­წე­ბით, ნუ მიკ­ლავთ ზუ­რას ყო­ველ წუ­თას" - ზურა დოიჯაშვილის მეუღლე მიმართვას ავრცელებს

ზურაბ დოიჯაშვილი 9 თვეა, რაც ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მართვით სუნთქვაზეა. მომღერალი ისრაელში საცხოვრებლად ორი წლის წინ ოჯახთან ერთად წავიდა და ერთ წელიწადში ცუდად გახდა. დიაგნოზი გახლავთ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი.

გუშინ სოციალურ ქსელში კლინიკაში გადაღებული ზურა დოიჯაშვილის ფოტო გავრცელდა, რომელიც საკმაოდ მძიმე სანახავი იყო. სწორედ ამ საკითხზე მიმართა მომღერლის მეუღლემ ახლობლებს და მეგობრებს:

"ჩემო მეგობრებო!! ჩემგან დამოუკიდებლად ფბ-ზე დაიდო ზურას საავადმყოფოს სურათი, უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გადააზიარებთ, ეს ძალიან მძიმეა ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის. არ მგონია, ვინმესთვის სასიამოვნო სანახავი იყოს ზურა ამ მდგომარეობაში. გეხვეწებით, ნუ მიკლავთ ზურას  ყოველ წუთას" - წერს ქეთი ვადაჭკორია.

წყარო