მომღერალ თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა - კვირის პალიტრა

მომღერალ თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

მომღერალ თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, სიმონ გაბრიაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა დღეს გამოაცხადა.

სასამართლომ სიმონ გაბრიაძე პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამანაშავედ ცნო, რაც არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

ცნობისთვის, შემთხვევა 2020 წლის 19 აპრილს მოხდა. ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აივნიდან პოლიციელის მიერ გასროლილ ტყვიას თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა.