"გუ­შინ ძა­ლი­ან კარ­გი რამ მოხ­და, ვცდილობდი, ეთერში არ მეჩვენებინა ჩემი მდგომარეობა..." - რას ჰყვება თიკა ფაცაცია მამაზე? - კვირის პალიტრა

"გუ­შინ ძა­ლი­ან კარ­გი რამ მოხ­და, ვცდილობდი, ეთერში არ მეჩვენებინა ჩემი მდგომარეობა..." - რას ჰყვება თიკა ფაცაცია მამაზე?

თიკა ფაცაციამ დღეს "რუსთავი 2“-ის შუადღის ეთერში ემოციები ვერ დამალა და მამის შესახებ ისაუბრა, რომელიც ფაცაციას თქმით, კოვიდინფიცირებული იყო და ვირუსს რუხის კლინიკაში ებრძოდა. თიკა ამბობს, რომ მისი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო. ტელეწამყვანის თქმით, ეთერში ემოციებს მალავდა, თუმცა ბოლო პერიოდი მამის ჯანმრთელობა მისთვის ყველაზე დიდი პრობლემა იყო.

"გუშინ ძალიან კარგი რამ მოხდა. მამა კოვიდით იყო დაინფიცირებული და გამოჯანმრთელდა. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ექიმებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ, გული მიჩუყდება... პირველ რიგში, მადლობა ნინო ბეშიტაშვილს, რომელიც თბილისიდან მივლინებული იყო რუხის ჰოსპიტალში ორი კვირით, მთელი სამი თვეა იქ არის, არ ჩამოსულა და უვლის იქაურ პაციენტებს. ლევან ფსუტურს, რომელიც კლინიკის დირექტორია, სწორედ ამ ორ ადამიანს ვესაუბრებოდი მამის ჯანმრთელობაზე.

რუხის ჰოსპიტალში იწვა მამა და ეს ადამიანები იყვნენ მისი ოჯახი, შემეძლო მათთან ყოველთვის დამერეკა და გამეგო როგორ იყო მამა. მათ ყველაფერი იდეალურად გააკეთეს, მაგრამ მაინც გახდა საჭირო, რომ თბილისში გადმოგვეყვანა.

გზაში საგანგებო სიტუაციაში მართვის სამსახური ჩაერთო და ამირან გოგიტიძეს მინდა ვუთხრა განსაკუთრებული მადლობა, რომ დროში შეუფერხებლად გადმოიყვანეს მამა თბილისში.

ბოლოს ლევან რატიანს მინდა ვუთხრა დიდი მადლობა იხილეთ სრულად