"ჩემი შემ­თხვე­ვა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა იყო. არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში და­დე­ბი­თი "პი­სი­არ" ტეს­ტი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა" - კვირის პალიტრა

"ჩემი შემ­თხვე­ვა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა იყო. არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში და­დე­ბი­თი "პი­სი­არ" ტეს­ტი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა"

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ კორონავირუსი მასაც ჰქონდა, თუმცა უსიმპტომოდ გადაიტანა.

ამის შესახებ მან ღამის კურიერის ეთერში განაცხადა.

"ჩემი შემთხვევა განსხვავებული შემთხვევა იყო. იცით, რომ ვარ რეანიმატოლოგი. ყოველდღიურად შემოვლაზე დაახლოებით 140-145 პაციენტთან მაქვს კონტაქტი. ხშირად ვიტარებდი ტესტებს, რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში დადებითი "პისიარ" ტესტი არ გამოვლენილა.

როდესაც ჩავიტარე ანტისხეულებზე, აღმოჩნდა ჭარბად. ანუ დაავადება გადავიტანე უსიმპტომოდ. ვერ გეტყვთ, როდის, რომელ პერიოდში, მაგრამ ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში" - ამბობს რატიანი.