"მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რომ ჯერ მოედანზე შემოვიდნენ და მერე გავარკვიოთ ბურთი სადაა. ბურთი პარლამენტშია" - კვირის პალიტრა

"მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რომ ჯერ მოედანზე შემოვიდნენ და მერე გავარკვიოთ ბურთი სადაა. ბურთი პარლამენტშია"

მინდა ვუთხრა ოპოზიციას, ჯერ მოედანზე შემოვიდნენ და მერე გაარკვიონ ბურთი სად არის-ბურთი პარლამენტშია! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნების“ წინადადებები მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ერთი მხრივ, ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ პრეტენზიებს და მეორე მხრივ, სამომავლოდ, საარჩევნო რეფორმაზე საუბარს გულისხმობს.

"ბურთი ვის მხარესაა, ამაზე საუბარს აზრი მაშინ აქვს, როდესაც მოედანზე ხარ. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რომ ჯერ მოედანზე შემოვიდნენ და მერე გავარკვიოთ ბურთი სადაა. ბურთი პარლამენტშია. პარლამენტი არის ერთადეთი დემოკრატიული სივრცე, სადაც პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს. თუ პარლამენტში შემოსვლა არ სურთ, მაშინ აუხსნან საკუთარ ამომრჩევლებს ამას რატომ არ აკეთებენ, რადგან საზოგადოებამ უკვე გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში უნდა ყოფილიყვნენ. ჩემი გამოცდილებით, რაც ხალხმა გადაწყვიტა და სურს, ის აუცილებლად მოხდება. ახალი და ძველი წინადადებაც ჩვენი მხრიდან ასეთია: ჩატარებულ არჩევნებზე ვისაც პრეტენზიები აქვს, მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში გადავამოწმოთ, ვისაც მომავალი აინტერესებს, მზად ვართ, მათთან საარჩევნო რეფორმაზე ვისაუბროთ", - აღნიშნა თალაკვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"