გორში, ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარია - კვირის პალიტრა

გორში, ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარია

გორში, ე.წ. წმინდა წყლის დასახლებაში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლის ბაზრობას უკიდია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ამ დროისთვის დაშავებულების თაობაზე ინფორმაცია მათ არ აქვთ.

მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, ნაწილი უკვე ადგილზეა, ნაწილი კი გზაშია. მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

"ინტერპრესნიუსი"