"ასეთ მძი­მე ამ­ბებს ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ხოლ­მე" - ირინა ონაშვილი მძი­მედ გა­და­ტა­ნილ 2020 წელ­სა და მო­მავ­ლის იმე­დებ­ზე" - კვირის პალიტრა

"ასეთ მძი­მე ამ­ბებს ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ხოლ­მე" - ირინა ონაშვილი მძი­მედ გა­და­ტა­ნილ 2020 წელ­სა და მო­მავ­ლის იმე­დებ­ზე"

მოდელი ირინა ონაშვილი ambebi.ge-ს მძიმედ გადატანილ 2020 წელსა და მომავლის იმედებზე ესაუბრა:

- სულ ვცდილობ და ამას ვამბობ კიდეც, რომ პოზიტიური განწყობა თვითონ უნდა შევიქმნათ. აუცილებელი არ არის, რაღაც საოცნებო და განსაკუთრებული სურვილები ავისრულოთ. ნებისმიერ, ჩვენ მიერ შექმნილ პოზიტიურ განწყობას თვითონ მოაქვს სიკეთე და სიხარული. გაზაფხულზე პანდემია რომ დაიწყო, რაღაცების ცხობას და კეთებას შევუდექი, მერე ამას ვიღებდი და ვიდეოებს სოციალურ ქსელში ვათავსებდი. მოგვიანებით ამ ყველაფერს რეალისტურად შევხედე, გარშემო ამდენი გაჭირვებული ადამიანია, ეკონომიკური სიდუხჭირეა, პანდემიამ კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა ბევრის ცხოვრება. ამის შემდეგ რთული აღმოჩნდა პოზიტიური განწყობის შენარჩუნება. თან, ასეთ მძიმე ამბებს ძალიან განვიცდი ხოლმე, თითო მოწერილ წერილში, რომელსაც ვიღებ, ადამიანები დახმარებას ითხოვენ. მოკლედ, აღარ გამოდის, შენს ნაჭუჭში ჩაიკეტო და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნო. ამიტომ, ვცდილობ, როგორც შემიძლია, სხვებს დავეხმარო... გააგრძელეთ კითხვა