"ჯერ სახ­ლში, მერე ჯა­ფა­რას­თან" - ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე ახა­ლი წლის ღა­მეს ხალ­ხს სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ეპა­ტი­ჟე­ბა - კვირის პალიტრა

"ჯერ სახ­ლში, მერე ჯა­ფა­რას­თან" - ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე ახა­ლი წლის ღა­მეს ხალ­ხს სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ეპა­ტი­ჟე­ბა

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ახალი წლის ღამეს 18 წლის ზემოთ ასაკის ხალხს საკუთარ დაბადების დღეზე ეპატიჟება. მან "ფეისბუქში" ივენთიც შექმნა, სადაც უკვე რამდენიმე ათასი ადამიანია გაწევრიანებული. ივენთის სახელწოდებაა - "ჯერ სახლში, მერე ჯაფარასთან".

"31 დეკემბრის ღამეს ჩვენს ქალაქში პრაქტიკულად არსად არაფერი ხდება.არადა, გარდა იმისა, რომ ახალი წელია, 31-ში დავიბადე, 23.45-ზე, 1 იანვარი მიწერია დაბადების მოწმობაში. რადგან დაწესებული შეზღუდვების გამო, ქვეყანა გაყინულია და არ იცით როგორ გაერთოთ ახალი წლის ღამეს: გეპატიჟებით ჩემს დაბადების დღეზე.

KHIDI-ს ადგილობრივი რეზიდენტი, პიონერი დუოს GREENBEAM & LEON წევრი ლეონ ლოლიშვილი სოლო პროექტით Autumn Tree

დაბადების დღეზე მოსახვედრად საჭირო პირობების გასაცნობად მომწერეთ ამ გვერდის ინბოქსში და ჩემი მეგობრები გიპასუხებენ.

საღამოზე მოქმედებს ასაკის შეზღუდვა: +18.

რადგან მინდა, რომ ბევრნი მესტუმროთ, ყველამ ვეცადოთ დავიცვათ კოვიდპანდემიის პირობებში რეკომენდებული უსაფრთხოების წესები" - ნათქვამია ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.