"ერთი ცხე­ნი მყავს შე­კაზ­მუ­ლი, მე­ო­რე უნდა და­ვი­ჭი­რო და..." - ექსპრეზიდენტის ახალი გატაცება და ოჯახის საახალწლო სამზადისი - კვირის პალიტრა

"ერთი ცხე­ნი მყავს შე­კაზ­მუ­ლი, მე­ო­რე უნდა და­ვი­ჭი­რო და..." - ექსპრეზიდენტის ახალი გატაცება და ოჯახის საახალწლო სამზადისი

"ტურისტულ ბიზნესს ვიწყებთ დუშეთში" - მეურნე ექსპრეზიდენტის ახალი გატაცება და თემოსა და თომას საახალწლო სამზადისი

ახალი ზელანდიისგან გააანსხვავებით, სადაც ახალ წელს უკვე ზეიმობენ, ჩვენ 2021-ს საათებიღა გვაშორებს. ყველა სირთულესა და განსაცდელს ალბათ ძველი წელი თან წაიყოლებს, უკეთესი და ლამაზი მომავლის იმედი კი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. ისიც, ვისაც შევეხმიანეთ, უკეთესის მოლოდინშია და გვეუბნება, რომ ის უნიკალური გამოცდილება, რომელიც მიმავალმა წელმა მოგვცა, ცოდნაში გაგვამყარა და გამოგვაწრთო, ამ წელს პრობლემების გადაწყვეტაში უცილებლად დაგვეხმარებაო.

ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დუშეთში შევეხმიანე. ჩვენი მეურნე რესპონდენტი, ისევე, როგორც წინა წლებში, მოკრძალებულად და ოჯახურ გარემოში ხვდება ახალ წელს. ბატონ გიორგის იმ დროს დავურეკე, როდესაც ცხენებს კაზმავდა.

- ბატონო გიორგი, მიილია პანდემიური 2020-იც... თქვენთვის რით იყო მნიშვნელოვანი და გამორჩეული ეს წელი?

- ძალიან საინტერესო წელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალზე რთული გამოდგა 2020. სირთულე, თავის თავში საინტერესოობასაც გულისხმობს. ისეთი გამოცდილება მივიღეთ მთელმა კაცობრიობამ... დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს ყველაფერს, ანალიზს ვკითხულობდი, თვალს ვადევნებდი ასევე საზოგადოებრივ რეაქციას და ალბათ ყველამ ამ წელიწადს ძალიან დიდი უნიკალური გამოცდილება მივიღეთ. რაც უარყოფითი იყო ამ წელიწადს, ამავე დროს, საინტერესოც იყო თავისი შინაარსით. გააგრძელეთ კითხვა