"ახალი წელი უნდა აღვნიშნოთ მოკრძალებულად" - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე? - კვირის პალიტრა

"ახალი წელი უნდა აღვნიშნოთ მოკრძალებულად" - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძე მოუწოდებს საზოგადოებას ახალ წელს მოკრძალებულად შეხვდნენ. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ოჯახის წევრების შეკრება მაქსიმუმ 4-5 ადამიანით უნდა განისაზღვრებოდეს.

"2021 წლის ბოლოს ბევრად უკეთესი მაჩვენებლები უნდა გვქონდეს. ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების მრუდი მოდის ქვემოთ, ქვეყანაში ახალი შემთხვევები იკლებს, ეს ერთი მხრივ, შედეგია შემზღუდავი ღონისძიებების, მეორე მხრივ, კი ადრეული გამოვლენის და იზოლირების. ეს თვითდამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, განსაკუთრებით წინასაახალწლო დღეებში, როდესაც მობილობა ძალიან იზრდება. წელს უნდა იყოს ისეთი ახალი წელი, რომელიც უნდა აღვნიშნოთ ძალიან მოკრძალებულად, მხოლოდ ოჯახის წევრების შეკრება, მაქსიმუმ 4-5 ადამიანი ოჯახში. არა დიდი სუფრები, ამაზე უნდა ვთქვათ უარი. არა დიდი თავშეყრები და ბახუსი, არა დიდი მობილობა და მოძრაობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკფაქტორი",-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"