"მამიკო, ეს წელი ცოტა განსხვავებულია, იმიტომ რომ ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება" - ნიკოლოზ ბასილაშვილის მისალოცი წერილი შვილს - კვირის პალიტრა

"მამიკო, ეს წელი ცოტა განსხვავებულია, იმიტომ რომ ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება" - ნიკოლოზ ბასილაშვილის მისალოცი წერილი შვილს

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს სოციალური ქსელიდან ულოცავს დამდეგ ახალ წელს და შობას.

"წერილი ჩემს შვილს ლუკას. მამიკო ,გილოცავ დამდეგ შობა - ახალ წელს. ეს წელი ცოტა განსხვავებულია, იმიტომ რომ ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება. ჩვენ არასდროს შევხვერდილვართ ერთად წელიწადის ამ დროს, ჩემი საქმიდან გამომდინარე, ყოველთვის ვფიქრობდი როდის გაიზრდებოდი, რომ თან წამეყვანე და ერთად აღგვეღნიშნა ახალი წლის მოსვლა, მაგრამ არაუშავს, მე ყოველთვის შენთან ვარ ჩემი ფიქრებით და ეს მხოლოდ დროებითია.

რაც მთავარია, თოვლის ბაბუს საჩუქრებს კარგად შეგინახავ .

მიყვარხარ და მენატრები" - წერს სპორტსმენი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

წყარო