როგორი ამინდი იქნება 4-5 იანვარს საქართველოში? - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება 4-5 იანვარს საქართველოში?

4-5 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

"4-5 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი - სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიღწიოს",- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.