"შარშან გამოიქცა შიში საავადმყოფოდან, ყველას ჩამოუარა და თვალებში ჩახედა..." - ზურაბ გურულის საახალწლო მილოცვა - კვირის პალიტრა

"შარშან გამოიქცა შიში საავადმყოფოდან, ყველას ჩამოუარა და თვალებში ჩახედა..." - ზურაბ გურულის საახალწლო მილოცვა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ახალ წელს ულოცავს ექიმებს, პაციენტებს, მათ ახლობლებსა და ჭირისუფლებს...

"სევდამ და შიშმა გაანაცრისფრა წელს სამყარო. ადრე, საავადმყოფოში ცხოვრობდა შიში. ყოველდღე ვხვდებოდით ექიმები პაციენტების თვალებიდან და თვალებით მომზირალს. შარშან გამოიქცა შიში საავადმყოფოდან, ყველას ჩამოუარა და თვალებში ჩახედა...

იმედიც ცხოვრობს საავადმყოფოში შიშთან ერთად. ისიც პაციენტების თვალებიდან და თვალებით გვიმზერს. ექიმების გაბითურებისა და გამარჯვების წელი ერთდროულად იყო 2020. განსაკუთრებით ექიმებს ვულოცავ ამიტომ ახალ წელს. საავადმყოფოებში მყოფ პაციენტებს ვულოცავ, მათ ახლობლებს და ჭირისუფლებს.

ერთად დაგვეძლიოს შიში და ისევ იმედიანად გავყოლოდეთ ჩვენს ბილიკებს. ყველა კარგ, ღირსეულ ადამიანს ვულოცავ. იმედი დაგვბედებოდეს..." - წერს ზურაბ გურული.