"ეს არის ტიპური ფრანგული სახლი, რომელიც ნაპოლეონის დროსაა აშენებული" - სად ცხოვრობს ცნობილი ექიმი
"პალიტრანიუსის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას, წამყვანის შეკითხვას - "სახლიდან გვერთვებით? მგონია, მუზეუმში ხართ", გიორგი ფხაკაძემ ასე უპასუხა:
"ეს არის ტიპური ფრანგული სახლი, რომელიც ნაპოლეონის დროსაა აშენებული. გარდა მედიცინისა, ორი გატაცება მაქვს, ერთია ამპირის სტილი, მეორე - არტ-დეკო. ჩემი თბილისის სახლია პარიზულ არტ-დეკოში გაკეთებული" - აღნიშნავს ჯანდაცვის ექსპერტი.
იხილეთ ვიდეო: