რას აცხადებს კორონავირუსის ახალ შტამზე ბიძინა კულუმბეგოვი? - კვირის პალიტრა

რას აცხადებს კორონავირუსის ახალ შტამზე ბიძინა კულუმბეგოვი?

"პაციენტი არის თუ არა კორონავირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირებული ამის დადგენას "პისიარ" ტესტი შეძლებს" - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს ვირუსი მეტი იქნება ჩვენს ორგანზმში, არ დასტურდება, რომ ის იქნება მეტად მძიმე დაავადების გამომწვევი, ან ეს დაავადება ის დამძიმდება, რომ მეტი სიკვდილიანობა გამოიწვიოს. ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენ რაც ტესტები გვაქვს საქართველოში, სწრაფი ტესტი ან ანტიგენის ტესტი, ხო არ არის იმის შანსი, რომ ახალი ვარიანტის მასიური გავრცელების შემთხვევაში გაექცეს ამ ტესტებს ეს ვიურუსი და ძალიან ბევრი ცრუ უარყოფითი პასუხი დაგვივგროვდეს არ დასტურდება. ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ პისიარტექნოლოგია სამი სხავდასხვა გენეტიკურ ლოკაციიდან აღებულ მასალაზე დაყრდნობით კეთდება, იმის ალბათობა რომ არსებულ დიაგნოსტიკურ საშუალებებს, რომლებიც ამ გენების ამპლიპიკაციაზეა დაფუძნებული, გაეპაროს თუნდაც ის ახალი ვარიანტი პრაკტიკულად არ არის, ანუ პაციენტი არის თუ არა კორონავირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირებული ამის დადგენას "პისიარ" ტესტი შეძლებს" - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.