როგორ გამოიყურება გიორგი ფხაკაძის ულამაზესი სახლი თბილისში - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურება გიორგი ფხაკაძის ულამაზესი სახლი თბილისში

როგორ გამოიყურება გიორგი ფხაკაძის თბილისის სახლი?

ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლი ულამაზესია. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც გაეროში მომუშავე ექსპერტის სახლის ფოტოებს დაათვალიერებთ. ფოტოები ჟურნალმა "ინტერიერმა" ორი წლის წინ გადაიღო.

როგორც ჟურნალ "ინტერიერთან" საუბრისას ჯანდაცვის ცნობილმა ექსპერტმა აღნიშნა, სახლის რესტავრირებას პლასტიკური ქირურგის სიზუსტით მიუდგა.

"ამ სახლს მრავალ საუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც პირობითად სამ - შუასაუკუნეობრივ, საბჭოთა და თანამედროვე პერიოდებად შეგვიძლია დავყოთ. ისევე, როგორც ყველა ფეოდალური ქალაქი, თბილისიც გალავნით იყო შემოსაზღვრული. უცნაურია, რომ თბილისში ეს იყო ერთადერთი გალავნიანი სახლი, ე.წ. ციხე- სახლი, რომელიც სავარაუდოდ, X საუკუნეში იყო აგებული. XIII საუკუნეში მონღოლების შემოსევისას ციხე- სახლი ნანგრევებად იქცა. XVI საუკუნის მიწურულს ეს შენობა სომეხი სოვდაგრის, მელიქ ბებუთოვის საკუთრება გახდა. XVIII საუკუნის და საწყისში ერთ-ერთმა ბებუთოვმა სახლი თავის დას გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, იქაურობა დედა თამონასტრად გადააკეთა. 1795 წელს, კრწანისის ომის დროს, აღა-მაჰმად-ხანმა მთელი თბილისი გადაწვა და დაანგრია. გააგრძელეთ კითხვა

allnews.ge