"სადღესასწაულო შეკრებაზე, სადილობისას დაიცავით, სულ მცირე, 1- მეტრიანი დისტანცია" - რა ინფორმაციას ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - კვირის პალიტრა

"სადღესასწაულო შეკრებაზე, სადილობისას დაიცავით, სულ მცირე, 1- მეტრიანი დისტანცია" - რა ინფორმაციას ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სადღესასწაულო შეკრების უსაფრთხოდ გასატარებლად მოქალაქეებს რამდენიმე რჩევას აძლევს.

როგორც ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი კოვიდ-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სადღესასწაულო შეკრებები რეკომენდირებული არაა, თუმცა, ამგვარი შეკრებების დროს მოქალაქეებმა რამდენიმე უსაფრთხოების წესი უნდა დაიცვან.

"კერძოდ, ვახშმობისას არ გამოიყენოთ საერთო/საზიარო ჭურჭელი. სადღესასწაულო შეკრებაზე, თუ თქვენი ოჯახის წევრების გარდა სხვა ადამიანებიც იმყოფებიან, აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე; პირბადე მოიხსენით მხოლოდ სადილობის დროს; სადილობისას დაიცავით, სულ მცირე, 1- მეტრიანი დისტანცია გარშემომყოფებისგან; დაიბანეთ ხელები საკვების მიღებამდე და შემდეგ; დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი", - ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.