"ამნისტია ხომ კარგი ჟესტია ამ გაყალბებული არჩევნების შემდეგ, გინდა რომ პირი ჩამოიბანო" -რას აცხადებს ეკა ბესელია? - კვირის პალიტრა

"ამნისტია ხომ კარგი ჟესტია ამ გაყალბებული არჩევნების შემდეგ, გინდა რომ პირი ჩამოიბანო" -რას აცხადებს ეკა ბესელია?

ამნისტია კარგი ჟესტია ამ გაყალბებული არჩევნების შემდეგ, გინდა პირი ჩამოიბანო და თქვა "რა კარგი ნაბიჯი გადავდგი“, - ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, სადაც "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე ისაუბრა. ეკა ბესელიას თქმით, "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში კონფიდენციალურად მიდის მუხლების დამუშავება, რაც კანონის დარღვევაა.

"ამნისტიის მიმართ ჩემი სენტიმენტები მაქვს, ყოველთვის კეთილგანწყობილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტს ვაკრიტიკებ, იდეას ყოველთვის ვგულშემატკივრობ. 800 ადამიანი გამოვა, თუ 1000 მიხარია, რაც მეტი ადამიანი მოიპოვებს თავისუფლებას. დააკვირდით პროცედურას, როდესაც მეორე მოსმენით დასრულდა კომიტეტზე განხილვა, არ ვიცით რა მუხლები დაემატა, რაღაც კონფიდენციალურად მიდის მუხლების დამუშავება, კანონის დარღვევით ხდება ეს. ჩემი თავმჯდომარეობის დროს, მკაცრად ვიცავდი პროცედურულ წესებს. კომიტეტი როდესაც დაასრულებს განხილვას და კენჭს უყრის ტექსტს, იმის შეცვლა არ შეიძლება. ზუსტად ისე უნდა მივიდეს პლენარულზე. რაღაც მუხლების დამატება უნდათ. სააკაშვილის პერიოდის ამნისტია გამახსენდა, ბევრ მუხლს რომ ჩაყრიდნენ და აღმოჩნდებოდა 2-3 მუხლი იყო აქტიური. ამნისტია ხომ კარგი ჟესტია ამ გაყალბებული არჩევნების შემდეგ, გინდა რომ პირი ჩამოიბანო და თქვა „რა კარგი ნაბიჯი გადავდგი“, თუმცა, აღმოჩნდა რომ რაღაც ფუღუროა “, - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ამნისტია შეეხებოდა გახმაურებულ საქმეებს, კერძოდ, პოლიტპატიმრებს , ეს სიტუაციას განმუხტავდა, თუმცა, პარლამენტში შესვლაზე გავლენას არ მოახდენდა.

"კარგი იქნებოდა პოლიტიკური თანხმობის დოკუმენტად ექციათ ამნისტიის აქტი, ამ პოლიტიკურ ვითარებაში ამ სიტუაციას განმუხტავდა. პარლამენტში შესვლა არა, მაგრამ ერთ ნაბიჯს გადადგავდა. ეს შანსიც გაშვებულია, ეს შეარბილებდა ამ გამწვავებულ პოლიტიკურ ფონს. რატომ უშვებენ ამდენ შეცდომას? არ ყოფნით არც პოლიტიკური გამოცდილება არც წინდახედულობა და მართვის უნარი, ჯერჯერობით ვერ ისწავლეს რა არის პოლიტიკა",-აცხადებს ბესელია.

"ინტერპრესნიუსი"