ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის თავზე ტყის ქვედა საფარი იწვის - კვირის პალიტრა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის თავზე ტყის ქვედა საფარი იწვის

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის თავზე ტყის ქვედა საფარი იწვის. როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, თუმცა სახანძრო მანქანები ვერ ახერხებენ ტერიტორიაზე შესვლას და მეხანძრეები იძულებული არიან ფეხით გადაადგილდნენ.

მუნიციპალიტეტის ცნობით, ასევე ხანძარია სოფელ თაბორის თავზე.

"როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს ცეცხლი ამ მომენტისთვის 15 ჰა-ზე გავრცელდა. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები. ცეცხლი ეკალ-ბარდებს, გამხმარ ფოთლებსა და შერეულ ტყეს გაუჩნდა, ცაგერის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრეთა ბრიგადები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ, თუმცა, საქმეს ართულებს ის, რომ არის ძლიერი ქარია და შესაძლოა ცეცხლი მეტად გავრცელდეს. რადგან სახანძრო მანქანები ვერ ახერხებენ ტერიტორიაზე შესვლას, მეხანძრეები იძულებული არიან ფეხით გადაადგილდნენ,მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარებათ.

ასევე,ხანძარია სოფელ თაბორის თავზე, სადაც ტყის მასივი იწვის. ახალახანს, საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ცეცხლი რთულად მისადგომ ადგილზეა, სიბნელე და ქარი ართულებს მდგომარეობას, შესაძლოა, საჭირო გახდეს ვერტმფრენის ჩართვა. ამ დროისათვის ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება.

რეგიონში მსგავსი სიტუაციაა ონის მუნიციპალიტეტშიც. რამდენიმე დღის წინ ხანძარი იყო ორბელის უღელტეხილზეც, რომლის ლოკალიზება, საბედნიეროდ, დროულად მოხერხდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"