როგორია ამირან გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია ამირან გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ამირან გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თვითიზოლაციაშია და სახლიდან მუშაობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კვლავ თვითიზოლაციაშია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სახლში რჩება.

"ამირან გამყრელიძე სახლშია, თვითიზოლაციაში, სახლიდან მუშაობას," - აღნიშნეს ცენტრში.

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა.

"ინტერპრესნიუსი"