ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სა­პა­ტიო ლე­გი­ო­ნის კა­ვა­ლე­რის ტი­ტუ­ლი მი­ა­ნი­ჭა - კვირის პალიტრა

ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სა­პა­ტიო ლე­გი­ო­ნის კა­ვა­ლე­რის ტი­ტუ­ლი მი­ა­ნი­ჭა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა.

საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია.

როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, "წელს ეს ჯილდო, მათ შორის იმ ადამიანებს გადაეცათ, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს".

საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d’honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა.