"გოგონამ სახლში შერბენა მოასწრო და გონება დაკარგა" - საჩხერეში ე.წ. კისტის თოფიდან გასროლილმა ტყვიამ 8 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა - კვირის პალიტრა

"გოგონამ სახლში შერბენა მოასწრო და გონება დაკარგა" - საჩხერეში ე.წ. კისტის თოფიდან გასროლილმა ტყვიამ 8 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა

საჩხერეში კისტის თოფიდან გასროლილმა ტყვიამ 8 წლის გოგონას სისცოცხლე შეიწირა.

შემზარავი ტრაგედიის რამდენიმე ვერსია არსებობს. მეზობლების თქმით, გოგონა თანატოლებთან და ნათესავებთან ერთად, ეზოში თამაშობდა, მისმა 11 წლის მამიდაშვილმა კი სახლიდან კისტის თოფი მოიპარა და გაისროლა. მეორე ვერსიით, გასროლა მოახდინა ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა. ადგილობრივები კი სხვადასხვა ვერსიებზეც საუბრობენ. კლინიკაში მედიკოსებმა პირველადი დათვალიერებით გულის არეში შემავალი ჭრილობა აღმოაჩინეს. გოგონამ ეზოდან სახლში შერბენა მოასწრო და გონება დაკარგა... ფაქტზე დაკავებული არავინაა.

www.palitravideo.ge

იხილეთ ვიდეო: