"გაგრის რაიონში ხანძართან დაკავშირებული ვითარება სტაბილიზირებულია" - რა ინფორმაციას ავრცელეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება - კვირის პალიტრა

"გაგრის რაიონში ხანძართან დაკავშირებული ვითარება სტაბილიზირებულია" - რა ინფორმაციას ავრცელეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება

გაგრის რაიონში ხანძართან დაკავშირებული ვითარება სტაბილიზირებულია. ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გადასვლის საშიშროება არ არის. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება.

სააგენტო "სპუტნიკის" ინფორმაციით, ხანძარი სამი დღის წინ გაჩნდა. 6 იანვრის დილისთვის ხანძარი ფსოუ-ენგურის ცენტრალურ ავტომაგისტრალს მიუახლოვდა, რამაც ქვების ცვენა გამოიწვია. დე ფაქტო სამინისტროს ცნობით, ხანძრის ხაზი ავტომაგისტრალის გასწვრივ ოთხ კილომეტრზე გავრცელდა. მათივე ინფორმაციით, გაგრის ტყის ზოლში ლოკალური ხანძრებია.

"ინტერპრესნიუსი"