"ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა იყო...მის­გან ცუდი არა­სო­დეს გაგ­ვი­გია" - რას ამბობენ მოკლულ ახალგაზრდაზე "საბურთალოს" გუნდში? - კვირის პალიტრა

"ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა იყო...მის­გან ცუდი არა­სო­დეს გაგ­ვი­გია" - რას ამბობენ მოკლულ ახალგაზრდაზე "საბურთალოს" გუნდში?

უმძიმესი ტრაგედია მოხდა თბილისში, 19 წლის პერსპექტიული ფეხბურთელი მიშო ახლოური საკუთარმა ძმამ დანით, მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. ბიჭები ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

როგორც მეზობლები ამბობენ, ჩხუბის და ხმაურის ხმა არ გაუგიათ, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მათ კორპუსთან მივიდა და მაშინ შეიტყვეს, რომ ძმამ ძმა დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ძმებს შორის ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა მკვლელობა. უკვე დაკავებულია ოჯახის წევრის მკვლელობის ბრალდებით მიშოს ძმა და ალბათ ის მისცემს გამოძიებას ჩვენებას, რატომ გაიმეტა საკუთარი ძმა სასიკვდილოდ.

სავარაუდოდ სწორედ მან დარეკა ძმის დაჭრის შემდეგ 112-ში და დახმარება ითხოვა. მომხდარი ტრაგედიის მიზეზებზე საუბარი ყველას უჭირს. ამბობენ, რომ ადრე ძმებს შორის კონფლიქტი არასოდეს ყოფილა. რა საკითხზე მოხდა შელაპარაკება მათ შორის, ეს და სხვა ბევრი დეტალი გამოძიებით უნდა გაირკვეს.

ძმები თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ, მათთან ერთად ცხოვრობდა მათი მამა. იყო თუ არა ტრაგედიის დროს სახლში მამა, ან ყავს თუ არა მომხდარს თვითმხილველი, ამასაც გამოძიება დაადგენს. ბიჭებს ყველა დადებიტად ახასიათებს, ამბობენ, რომ წესიერი და ზრდილობიანი ბიჭები იყვნენ. მოკლული ახალგაზრდა მიშო ახლოური სპორტსმენი იყო. ის გიორგი შაქარაშვილთან ერთად სწავლობდა საბურთალოს აკადემიაში, ბიჭები ერთ გუნდში თამაშობდნენ და უახლოესი მეგობრები იყვნენ.

როგორც შევიტყვეთ, ამჟამად კლუბ "გაგრაში" იყო გადასული და იქ თამაშობდა.

საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" პრესამსახურის ხელმძღვანელი კახა მგელაძე:

- მიშოს მკვლელობის ამბავი ტელევიზიით გავიგე და ძალიან შეძრული ვარ. მომხდარზე არაფერი ვიცი. ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო, ჩვენთან აკადემიაში 3 წელიწადი თამაშობდა და მისგან ცუდი არასოდეს გაგვიგია. ბოლოს სხვა კლუბში გადავიდა და ახლა ჩვენთან არ იყო. ძალიან დადებითი პიროვნება იყო, მოულოდნელია ეს ყველაფერი. სოციალურ ქსელში უამრავი სტატუსი შემხვდა და ყველა გაოგნებულია მომხდარით. ჩემთვის რთულია ამ ამბის დაჯერება, ვერ ვიჯერებ რომ ასეთი უბედურება შეიძლება მომხდარიყო. მიშო გიორგი შაქარაშვილის უახლოესი მეგობარი იყო და ძალიან განიცდიდა მის მკვლელობას. ძალიან განვიცდი.

-კონფლიტური იყო?

- არ იყო კონფლიქტური. ჩვენთან აკადემიაში, პირველ რიგში, ყურადღებას აქცევენ რამდენად დადებითი ადამიანია, ვინც ჩვენან მოდის და აქ მართლა ისეთი სიტუაციაა, ყველა მეგობრობს ერთმანეთთან. ყველა ასაკობრივ გუნდებში არის დიდი სითბო და სიყვარული სუფევს. ერთი დიდი ოჯახია. იხილეთ სრულად

"შაქარ, ზეცაში აუცილებლად შევხვდებით... სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ" - რას წერდა ძმის მიერ მოკლული ფეხბურთელი შაქარაშვილზე?