"გილოცავთ ქრისტეშობას! მაცხოვრის შობა რწმენას, ხსნას და უკეთესი მომავლის იმედს უკავშირდება" - კვირის პალიტრა

"გილოცავთ ქრისტეშობას! მაცხოვრის შობა რწმენას, ხსნას და უკეთესი მომავლის იმედს უკავშირდება"

მაცხოვრის შობა რწმენას, ხსნას და უკეთესი მომავლის იმედს უკავშირდება, ამიტომ მინდა მთელ საქართველოს ვუსურვო დღეს არსებული გამოწვევების სწრაფად დაძლევა, უკეთესი ხვალინდელი დღე, წინსვლა და გამთლიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საშობაო მილოცვაში აღნიშნავს.

პრემიერმა სრულიად საქართველოს ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

"გილოცავთ ქრისტეშობას! მაცხოვრის შობა რწმენას, ხსნას და უკეთესი მომავლის იმედს უკავშირდება, ამიტომ მინდა მთელ საქართველოს ვუსურვო დღეს არსებული გამოწვევების სწრაფად დაძლევა, უკეთესი ხვალინდელი დღე, წინსვლა და გამთლიანება. სიყვარული, სიკეთე და ერთმანეთზე ზრუნვა კი, ჩვენი უმთავრესი ძალაა გამარჯვებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

"ინტერპრესნიუსი"