"ჩვენ სააკაშვილი დავარწმუნეთ, გადამდგარიყო და მხარდამჭერებს მოუწოდა, არჩევნების შედეგები მიეღოთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ სააკაშვილი დავარწმუნეთ, გადამდგარიყო და მხარდამჭერებს მოუწოდა, არჩევნების შედეგები მიეღოთ"

აშშ-ის "დემოკრატმა" სენატორმა ჯინ შაჰინმა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში 2012 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნები გაიხსენა.

"მსურს გავიხსენო ჩემი ვიზიტი საქართველოში, არა შტატში, არამედ ქვეყანაში. 2012 წლის არჩევნების დროს, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი იყო და მისმა პარტიამ არჩევნები წააგო. მე იქ ჩემს კოლეგა სენატორ რიშთან ერთად ვიმყოფებოდი და სენატის სახელით არჩევნებს ვაკვირდებოდი. ჩვენ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვიხილეთ. მაშინ იქ დიდი მღელვარება იყო სააკაშვილის მხარდამჭერებში და არჩევნების შემდეგ ჩვენ სააკაშვილთან შესახვედრად საპრეზიდენტო სასახლეში გავემართეთ, რომ ის ძალაუფლების დათმობის აუცილებლობაში დაგვერწმუნებინა, რადგან ეს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, ის გადადგა და მოუწოდა მხარდამჭერებს, რომ არჩევნების შედეგები მიეღოთ," - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა სენატში სიტვით გამოსვლისას.

"ინტერპრესნიუსი"