"თა­ვი­დან ღა­და­ო­ბა მე­გო­ნა... ახლა აღა­რაა მტე­რი რუ­სე­თი?" - რას წერს ინგა გრიგოლია ნინო ანანიაშვილზე - კვირის პალიტრა

"თა­ვი­დან ღა­და­ო­ბა მე­გო­ნა... ახლა აღა­რაა მტე­რი რუ­სე­თი?" - რას წერს ინგა გრიგოლია ნინო ანანიაშვილზე

ცნობილი გახდა, რომ ქართველი პრიმა ბალერინას, ნინო ანანიაშვილის კარიერაში სიახლეა - 2021 წლიდან ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამ ინფორმაციას, ჩვენში ძალიან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ბიჭო, ბიჭო, ბიჭო… ნოვოსიბირსკიო. ახლა ამაზე რომ ავაწყოთ, გვეტყვიან, რომ უსამართლოდ ვაბულინგებთ, ხომ? ამხელა ვარსკვლავი ქალი და ნოვოსიბირსკი არის ამ 2021 წლის პირველი სიურპრიზი, დანარჩენი წინ გვაქვს. თავიდან ღადაობა მეგონა, მაგრამ ნურას უკაცრავად. ქალბატონი პრიმა-ბალერინა ნოვოსიბირსკის დასს უხელმძღვანელებს. რა უხერხულია… ახლა აღარაა მტერი რუსეთი?" - წერს ინგა გრიგოლია.