"კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია" - გიორგი გახარია სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანის ფაქტს გმობს
კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა - მიუღებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ტვიტერში" წერს.
როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საქართველო სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს.
"სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა - მიუღებელი. გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის და დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო ჯამში დემოკრატიული ინსტიტუტები გაიმარჯვებენ", - წერს პრემიერ-მინისტრი.
"ინტერპრესნიუსი"