"სულ მალე დავინახავთ, რომ "ქართული ოცნების" უკონტროლობა გაქრება და მათი ტონი და ქმედებაც შეიცვლება" - კვირის პალიტრა

"სულ მალე დავინახავთ, რომ "ქართული ოცნების" უკონტროლობა გაქრება და მათი ტონი და ქმედებაც შეიცვლება"

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" უფლებადამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელ დირექტორ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- ქალბატონო ლია, ალბათ ახალი წლის პირველ დღეებში ხელისუფლების მხრიდან ზეაქტიურობას ბევრი არ ელოდა. რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მაქვს პანდემიის წინააღმდეგ დაკავშირებული საკითხები.

არავინ დაობს, რომ ამინისტია კარგი და კეთილშობილური ჟესტია, მაგრამ ამინისტიის პროექტი, რომელიც ხელისუფლებამ უკვე ორი მოსმენით მიიღო, ოპოზიციურმა სპექტრმა საკმაოდ ბევრი საგულისხმო კითხვა დასვა.

თუ ვის შეეხება ამინისტია, ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ისაუბრეს, მაგრამ, ვინაიდან ამინისტიაზე პასუხგაუცემელი კითხვები მაინც არსებობს, თქვენთან, ჩვენში, როგორც ამ სფეროში დიდი გამოცდილების უფლებადამცველთან დაკავშირება გადავწყვიტეთ.

მოდით ამ თემაზე ზოგადი საუბარით დავიწყოთ. თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ამინისტიას, რომელსაც 30-ზე მეტი მუხლი დაემატა, რომელიც პირველ რედაქციაში არ იყო?

- გეთანხმებით, რომ ამინისტია ყოველთვის არის კეთილშობილური და ჰუმანური აქტი, მაგრამ მართლაც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა წარმოშვა "ქართული ოცნების" ამ ამინისტიამ.

როგორც წესი, ამინისტია გამოდის არჩევნებიდან უახლოეს დღეებში თუ არა კვირებში მაინც, ან უკავშირდება რაიმე დიდ დღესასწაულს. ვინაიდან ოპოზიციის ბიოკოტის გამო, 31 ოქტომბრის მერე ხელისუფლებას ნაკლებად ეცალა ამინისტიისათვის, სავარაუდოდ ამან გამოიწვია მისი დაგვიანება.

მაგრამ, სრულიად გაუგებარია, რატომ არ მოესწრო ამინისტიის მიღება ახალი წლის დღესასწაულისთვის, რადგან უამრავი ადამიანი, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ახალ წელს ოჯახში შეხვდებოდა და უფრო მეტი მადლიერი მოქალაქე ეყოლებოდა ხელისუფლებას.

სრულიად გაუგებარია, რატომ არ მოესწრო ამინისტიის მიღება ახალი წლის დღესასწაულისთვის, რადგან უამრავი ადამიანი, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ახალ წელს ოჯახში შეხვდებოდა და უფრო მეტი მადლიერი მოქალაქე ეყოლებოდა ხელისუფლებას

- ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მის მიერვე ინიცირებული ამინისტია არ შეხებოდა იმათ, ვისაც 8 მარტის შეთანხმება უნდა შეხებოდა.

თუმცა, გიორგი რურუას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა იყოს იმის წინაპირობა, რომ რურუა არა ოპოზიციის მოთხოვნით, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებით იქნას გათავისუფლებული. მეტიც, იგი შესაძლოა პრეცედენტულიც კი აღმოჩნდეს.

იმისთვის რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებული ამინისტია კიდევ უფრო სრულყოფილი აღმოჩნდეს, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, მასში კიდევ რა ცვლილებებს შეიტანდით?

- გიორგი რურუა მართლაც შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდეს პატიმრობიდან და ამით ხელისუფლებამ თავი დაიძვრინოს მისი, როგორც პოლიტპატიმრის გათავისუფლებისაგან.

გარწმუნებთ ასეც მოხდება, თუკი ხელისუფლება ინებებს და გაითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთებას.

გიორგი რურუა მართლაც შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდეს პატიმრობიდან და ამით ხელისუფლებამ თავი დაიძვრინოს მისი, როგორც პოლიტპატიმრის გათავისუფლებისაგან

ჩემი ვარაუდით, ამით ხელისუფლება შეიქმნის ძალიან კარგ არგუმენტს, რომ გიორგი რურუა გაათავისუფლა სამართლის უზენაესობის პრინციპის ზედმიწევნით დაცვით და არა იმიტომ, რომ ის პოლიტპატიმარია.

სრულიად შესაძლებელია, ხელისუფლებამ ასევე მოხერხებულად დაიძვრინოს თავი სხვა პოლიტპატიმრების მელაშვილისა და ილიჩოვას საქმეზეც, თუკი მათი ქმედება პროკურატურაში გადაკვალიფიცირდება იმ მუხლზე, რომელიც ამინისტირებული იქნება.

სრულიად შესაძლებელია, ხელისუფლებამ ასევე მოხერხებულად დაიძვრინოს თავი სხვა პოლიტპატიმრების მელაშვილისა და ილიჩოვას საქმეზეც, თუკი მათი ქმედება პროკურატურაში გადაკვალიფიცირდება იმ მუხლზე, რომელიც ამინისტირებული იქნება

ამით, ეს ორი ადამიანი გათავისუფლდება პატიმრობიდან, ხოლო ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ექნება ძალიან კარგი დასაბუთება, რომ ეს ორი ადამიანი გაათავისუფლა კანონის უზენაესობის დაცვით, რადგან მათი ბრალდებით გათვალისწინებული მუხლები ამინისტირებული აღმოჩნდა.

- მიუხედავად იმისა, რომ ამინისტიის შესახებ კანონპროექტის მისაღებად მესამე მოსმენაა საჭირო, მესამე მოსმენაზე კი უმნიშვნელო, ძირითადად რედაქციული ხასიათის ცვლილებები შეაქვთ, თქვენ ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ მესამე მოსმენისას ხელისუფლება ამინისტიის შესახებ კანონში მოულოდნელ და მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს?

- უნდა გითხრათ, რომ ხელისუფლებას არა ერთხელ უსარგებლია და მესამე მოსმენისას კანონში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები "გაუპარებია", ასე, რომ ერთპარტიულ პარლამენტში სულ არ გამიკვირდება.

თუკი ამინისტიის კანონში მესამე მოსმენისას რედაქციული და უმნიშვნელო კი არა უმნიშვნელოვანესი და შესაძლოა კარდინალური ცვლილებებიც კი შევიდეს, გარწმუნებთ, ამაზე არავინ იდავებს, თუკი მეტი პატიმარი, მით უფრო პოლიტპატიმარი გათავისუფლდება.

თუკი ამინისტიის კანონში მესამე მოსმენისას რედაქციული და უმნიშვნელო კი არა უმნიშვნელოვანესი და შესაძლოა კარდინალური ცვლილებებიც კი შევიდეს, გარწმუნებთ, ამაზე არავინ იდავებს, თუკი მეტი პატიმარი, მით უფრო პოლიტპატიმარი გათავისუფლდება

- საშინაო პოლიტიკის ერთერთი განხილვადი თემა გახლავთ "პატრიოტთა ალიანის" საარჩევნო სიიდან 4 წევრის გადეპუტატება და პარლამენტში შესვლა. ამ თემაზე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა - "ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში".

მეტიც, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბრძანა - "მნიშვნელოვანია, რომ "პატრიოტთა ალიანსის" "რუსული შემადგენელი" არ შემოვიდა პარლამენტშიო". მოდით, ამ თემაზე საუბარიც ზოგადი შეფასებით დავიწყოთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს, ანუ იმას, რომ თურმე "ოპოზიცია უკვე პარლამენტშია" და იმასაც სავარუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ხელისუფლების წარმომადგენელთა ამგვარი შეფასებები?

- ხელისუფლების ბაქიბუქი, რომ მათ არაფერი დააკლდებათ, თუკი ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, ამ ოთხი დეპუტატის პარლამენტში შესვლით კიდევ ერთხელ გაბათილდა.

მით უფრო, რომ ეს ოთხი დეპუტატი არც ფაქტობრივად და არც იურიდიულად ოპოზიციის წარმომადგენელი არ არის, ანუ მათ დატოვეს თუ დაატოვებინეს ის პარტიები, საიდანაც გავიდნენ არჩევნებში და ახლა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას გვპირდებიან.

შეიძლება ვივარაუდოთ და წარმოვიდგინოთ, რამდენი დრო და რესურსი დახარჯა ხელისუფლებამ მათ დათანხმებაზე და მაინც ოპოზიცია ისევ არ არის პარლამენტში. პარლამენტში შესულ ოთხ დეპუტატს კიდევ ოთხიც რომ დაემატოს, მაინც არ შეიცვლება ის საერთო სურათი, რომ ოპოზიციის ბოიკოტი ძალაშია და პარლამენტი ერთპარტიულია.

პარლამენტში შესულ ოთხ დეპუტატს კიდევ ოთხიც რომ დაემატოს, მაინც არ შეიცვლება ის საერთო სურათი, რომ ოპოზიციის ბოიკოტი ძალაშია და პარლამენტი ერთპარტიულია

- დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ "პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში შესულები პარლამენტში საკუთარი ბიზნესების დასაცავად და კიდევ უფრო გასამდიდრებლად შევიდნენ.

ის, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ შედის, ამაში კარგი არაფერია, თითქოს მისასალმებელიც კი უნდა იყოს პარლამენტში ვინმეს შესვლა, მაგრამ მომხდარში აშკარად ბევრი რამაა გასაკვირი. კერძოდ, ის რომ ქართული პოლიტიკაში აღარ არიან პოლიტიკოსები და ისინი ბიზნესმენებმა ჩაანაცვლეს.

ძნელი წარმოსადგენია მმართველ გუნდს არ ესმოდეს, რომ "პატრიოტთა ალიანსიდან" 4 დეპუტატის შეყვანა, მათ კიდევაც რომ კიდევ 2-3 დეპუტატი დაემატოს, ამით პარლამნეტში ბევრი არც არაფერი შეიცვლება.

თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მმართველი გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოპოზიციიდან ვინმეს პარლამენტში აღმოჩენას?

- ხელისუფლებას კარგად ესმის ან, ჩემი ვარაუდით, უკვე გააგებინეს, რომ ერთპარტიული საპარლამენტო რესპუბლიკა ვერ გახდება ვერც 2024 წელს და ვერც უახლოეს მომავალში ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

ამიტომ, ხელისუფლება ერთის მხრივ, აგრძელებს ბაქიბუქს, რომ არ სჭირდება ოპოზიცია პარლამენტში და მეორეს მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რომ ეგება ვინმე ან გადაიბიროს, ან მიიტყუოს ოპოზიციიდან და შეიყვანოს პარლამენტში.

ხელისუფლება ერთის მხრივ, აგრძელებს ბაქიბუქს, რომ არ სჭირდება ოპოზიცია პარლამენტში და მეორეს მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რომ ეგება ვინმე ან გადაიბიროს, ან მიიტყუოს ოპოზიციიდან და შეიყვანოს პარლამენტში

ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ოპოზიციის ბოიკოტი ცუდია და მისასალმებელია, თუკი ოპოზიცია პარლამენტში შევა. გარწმუნებთ, ერთპარტიული პარლამენტის პატრონი სახელმწიფო თავისი ხელისუფლებით, ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი ხვალვე რომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ ეღირსება არა თუ ხელისუფლებაში ყოფნის ამ ვადაში, არამედ არც ერთ შემდგომ ვადაში.

ამიტომ, "ქართული ოცნების" მხრიდან ოპოზიციასთან ჭიდაობა, ხელების და არა მარტო ხელების გადაგრეხა, მოსყიდვა, მოტყუება და სხვა უზნეო და დაუშვებელი მეთოდების გამოყენება გაგრძელდება მანამ, ვიდრე საკუთარი პრობლემების მორევიდან გამოაღწევენ საქართველოს საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორები და სათანადო ქმედითი ზომების მიღებას დაიწყებენ "ქართული ოცნების" ხელისუფლების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ.

"ქართული ოცნების" მხრიდან ოპოზიციასთან ჭიდაობა, ხელების და არა მარტო ხელების გადაგრეხა, მოსყიდვა, მოტყუება და სხვა უზნეო და დაუშვებელი მეთოდების გამოყენება გაგრძელდება მანამ, ვიდრე საკუთარი პრობლემების მორევიდან გამოაღწევენ საქართველოს საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორები და სათანადო ქმედითი ზომების მიღებას დაიწყებენ "ქართული ოცნების" ხელისუფლების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ

ახლა ყველას საკუთარი ქვეყანა და საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა გასჭირვებია, გლობალური პანდემია და გლობალური ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს მსოფლიოში და საქართველოსთვის არავის ეცალა.

სულ მალე დავინახავთ, რომ "ქართული ოცნების" უკონტროლობა გაქრება და მათი ტონი და ქმედებაც შეიცვლება.

- ამ ისტორიაში ბევრი რამ მართლაც უცნაურად ჩანს. "პატრიოტთა ალიანსიდან" გადეპუტატებულმა პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ისინი "ევროპული სოციალისტების" პარტიას შექმნიან.

ევროპის ქვეყნების უმრავლესობას სოციალ-დემოკრატები, ან მათთან იდეოლოგიურად ახლოს მდგომი პარტიები მართავენ. ევროპის პოლიტიკურ რუკაზე სოციალისტებიც მრავლად არიან და მათ მემარცხენეებს უწოდებენ.

უცნაური კი ისაა, რომ პირველი თაობის ქართველ კაპიტალისტებს გაუჩნდათ სოციალისტური პარტიის შექმნის იდეა. კაცმა რომ თქვას, ამაშიც ცუდი არაფერია, რადგან ფრანგი უტოპისტ-სოციალისტების პირველი თაობის წარმომადგენლები სწორედაც რომ მდიდართა წრეებიდან იყვნენ. სოციალისტური იდეების გარდა, მათ თანასწორობის იდეებიც ამოძრავებდათ.

ბევრი ვეცადე გადეპუტატებულ ქართველ ბიზნესმენ-პოლიტიკოსებში ფრანგი უტოპისტ-სოციალისტების სახეები დამენახა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. არადა, აქამდე მეგონა საკმაოდ კარგი წარმოსახვის უნარები მქონდა.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ "პატრიოთა ალიანსიდან" წამოსულმა მდიდრებმა ქართულ რეალობაში წარმატებული მემარცხენე, "ევროპული სოციალისტების" პარტია შექმნან?

- ევროპული სოციალისტების პარტიის დაფუძნების იდეა რომ სრულიად შეუსაბამო ადამიანების თავში გაჩნდა ამისი ახსნა, ჩემი აზრით, არანაირი ლოგიკური მსჯელობით არაა შესაძლებელი.

ევროპული სოციალისტების პარტიის დაფუძნების იდეა რომ სრულიად შეუსაბამო ადამიანების თავში გაჩნდა ამისი ახსნა, ჩემი აზრით, არანაირი ლოგიკური მსჯელობით არაა შესაძლებელი  იხილეთ სრულად