ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 773 პირი ემსხვერპლა.

ამასთან, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 239 229-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 617 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 225 335-მდე.

"ინტერპრესნიუსი"