გაგრაში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება - კვირის პალიტრა

გაგრაში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

გაგრაში ხანძრის ჩაქრობა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ამის შესახებ სააგენტო "სპუტნიკს" სახანძრო-სამაშველო რაზმის გაგრის შტაბის ხელმძღვანელმა, დავით ბგანბამ განუცხადა.

"ხანძრები ჯერ არ ჩამქრალა, რადგან ეს არის ტყის მასივი - დიდი ტერიტორია. თუმცა, საცხოვრებლ სექტორს არაფერი ემუქრება. წვიმა დიდად ვერ დაგვეხმარა, მხოლოდ ცოტა შეამცირა გავრცელების სიჩქარე", - განაცხადა ბგანბამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ხანძრის მასშტაბზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ, დაახლოებით, ეს 100 ჰექტარია.

ამჟამად ხანძარია გაგრაში, კერძოდ მამზიშხას მთაზე, ყველა დანარჩენ ადგილზე კი ჩამქრალია.

"ინტერპრესნიუსი"