"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

10 იანვარს, ვაკის რაიონში, ბაგებში, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე, ტექნიკური ჯგუფები ქსელზე აღდგენით სამუშაოებს ატარებენ.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეზღუდული აქვს ვაკის რაიონში:

წყნეთის, კოჯრის, კიკეთის, წავკისის, ბეთანიის დასახლებებს, სოფლებს - სამადლოს და დიდებას.

წყალმომარაგება დღეს, 10 იანვარს, საღამოს 20:00 საათიდან აღდგება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.

"ინტერპრესნიუსი""