როგორი ამინდი იქნება 11-12 იანვარს საქართველოში? - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება 11-12 იანვარს საქართველოში?

11-12 იანვარს საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

"11-12 იანვარს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.